მიქაუტაძემ მეთერთმეტედ შეაგდო

0
13

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-11 გოლი გაიტანა. 32-ე ტურში ლიონელები თავის მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 79-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, მარჯვენა ფლანგიდან კლინტონ მატას ჩაწოდების შემდეგ, თავით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს და 54 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე დაქვეითდნენ. „ლიონს“ ჩემპიონთა ლიგის ზონას სამი ქულა აშორებს.
მიქაუტაძემ 32 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლს 5 საგოლე პასი მიუმატა.
ლაშა თაბაგარი