ზივზივაძე დაბრუნდა

0
70

ბუდუ ზივზივაძე გამოჯანმრთელთა და „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში ითამაშა. ის გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 28-ე ტურში ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩში დაშავდა და მას მერე მოედანზე არ გასულა.
32-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ „ბოხუმი“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს უგოლო ფრეზე გაეყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. „ჰაიდენჰაიმს“ 26 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი