მექვაბიშვილის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაურთულდა

0
18

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში ზედიზედ მეორე თამაში წააგო და ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაირთულა.
მე-7 ტურში კრაიოველები თავის მოედანზე ბუქარესტის „რაპიდს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 64-ე წუთზე გოიკოვიჩმა დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში მასპინძლებიდან მოგოშმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე „რაპიდიდან“ თავი კრისტენსენმა გამოიჩინა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„უნივერსიტატია“ 36 ქულით 6 გუნდში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „სტიაუას“ 6 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი