გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 3 მატჩის ვერმოგების (1 ფრე და 2 მარცხი) შემდეგ, სამი ქულა სტუმრად „თელავთან“ აიღო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მეტოქის ნახევარზე მყოფმა ალეკო ბასილაძემ მარცხენ ფრთიდან მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა და ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე კუთხურიდან ცოტნე ფაცაციას ჩაწოდებულ ბურთი „ტორპედოს“ კაპიტანმა მერაბ გიგაურმა თავი შეაგება და კარის ბადეში გაახვია – 0:2. 66-ე წუთზე ქუთაისელთა კონტრშეტევის დროს ბიორნ იონსენი მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოშ შესულმა პასი პაატა ღუდუშაურს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:3. 77-ე წუთზე თელაველთა შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი „ცოცხალ კედელს“ მოხვდა და საჯარიმოში ტატო ჟივიძეს მიუვიდა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა – 1:3.
„ტორპედო“ 15 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მერვეა.
თელავი 1:3 ტორპედო
ლაშა თაბაგარი
