პსჟ-მ ლიგა 1-ში მეორედ წააგო – კვარაცხელია დაასვენეს

0
19

პსჟ-მ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო. მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „სტრასბურგს“ შეხვდა და პარიზში უქულოდ დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. ეს გასაგებია, რადგან მან შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად ლონდონის „არსენალითან“ 1:0 მოგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. პსჟ „არსენალს“ შინ 7 მაისს დაუპირისპირდება.
„სტრასბურგთან“ მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე პარიზელთა მცველის ლუკა ერნანდესის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე სტუმართა კარი ლემარეშალმა აიღო. 46-ე წუთზე ბარკოლამ საპასუხო ბურთი გაიტანა. პსჟ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 78 ქულითაა.
ლაშა თაბაგარი