კირკიტაძე სექტემბერში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ გარემარბი თორნიკე კირკიტაძე გახდა. ამის შესახებ eliga.ge იუწყება.
30 წლის კირკიტაძემ მიმდინარე თვეში ბათუმელთა შემადგენლობაში 4 მატჩი (2 შეუცვლელად) ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მას დიდი წვლილი მიუძღვის, რომ „დინამო“ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე.
სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კი, გორის „დილას“ თავკაც დიამადის ვავალისს ერგო. მისი ხელმძღვანელობით გორელებმა ამ თვეში გამართული 5 თამაშიდან 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.- 40 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი