„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია ცხრამდე გაზარდა.
34-ე ტურში „ღამურები“ სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლას პალმასს“ შეხვდნენ და 3:2 აჯობეს, ხოლოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.
„ვალენსიადან“ 22-ე წუთზე ანგარიში უგო დურომ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე სანდრო რამირესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 58-ე წუთზე დუბლი მიითვალა დურომ, რასაც 75-ე წუთზე მასპინძელთა მცველის ალექს სუარესის გოლი მოჰყვა. 83-ე წუთზე „ლას პალმასიდან“ თავი მაკბარნიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „ვალენსიამ“ ბოლო 9 შეხვედრიდან 5 მატჩი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა – 39 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





