ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგაში კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 24-ე ტურში „ზალტე მორავცემ“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „მალჟენიცე“ 5:1 დაამარცხა. ნონიკაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მან მოედნიდან გასვლამდე ერთი საგოლე პასი მიითვალა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 გოლი და 4 შედეგიანი პასია. „ზლატე მორავცე“ 52 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 37-ე ტურში არნემის „ვიტესი“ გასვლაზე „ოსს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა. „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს და 20 გუნდში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





