ბათუმის „დინამომ“ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა

0
10

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-12 ტური „გაგრასა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
შეხვედრის 41-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა კარგი პასი მისცა სტუმრების საჯარიმოში შეჭრილ ბრაზილიელ პედრო ბორჟეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.
ბათუმელებს მსხნელად როგორც ამ სეზონში არაერთხელ ესპანელი ჯალენ ბლესა მოევლინა. 90-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ ჯარიმის შესრულების დროს გადაცემა გაგრელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ბლესამ მოიგო, ხოლო მასპინძლების მცველიდან ისევ მას მიუვიდა ბურთი, რომელიც კარის ბადეში მოათავსა – 1:1. ბლესამ გოლი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა, ხოლო საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში თავი მეშვიდედ გამოიჩინა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერობს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმელები 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ 11 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
გაგრა 1:1 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი