დავითაშვილის მეცხრე გოლი საფრანგეთში

0
46

ზურიკო დავითაშვიკმა საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მეცხრე გოლი გაიტანა. 32-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ შინ მეორეადგილოსან „მონაკოს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 65-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, დაახლოებით 20 მეტრიდან შორეულ „ცხრიანში“ დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მან თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. დავითაშვილმა 9 გოლის გარდა, ამ სეზონში თავის ანგარიშზე 7 საგოლე პასი ჩაიწერა. „სენტ-ეტიენს“ 27 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი