კაკაბაძემ თამაში ვერ დაასრულა

0
1

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასაში 3-მატჩიანი მოუგებელი (ერთი ფრედ და 2 მარცხი) შეწყვიტა. 30-ე ტურში კრაკოველებმა სტუმრად სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი ლუბლინის „მოტორი“ 1:0 დაამარცხეს – 68-ე წუთზე თავი პერკოვიჩმა გამოიჩინა. „საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მეორედ გააფრთხილეს, რის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. „კრაკოვია“ 45 ქულით 18 გუნდს შორის მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი