კაპანაძემ სლოვაკეთში კაშიას მოუგო – ნაკრების კაპიტანი გააძევეს

0
2

სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის მე-7 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ ბრატისლავას „სლოვანი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველსო 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა. სტუმრების სასტარტოში ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია იყო, რომელიც 43-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევეს.
მასპინძლებიდან მე-2 წუთზე ანგარიში რამადანმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 76-ე წუთზე საპასუხო ბურთი იგნატენკომ გაიტანა. „დუნაისკა სტრედადან“ 86-ე წუთზე თავი რედზიჩმა გამოიჩინა და საბოლოოდ თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„სლოვანს“ 63 ქულა აქვს და 6 გუნდში პირველ ადგილზეა – ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მეორეადგილოსან „ჟილინას“ 12 ქულით სჯობს. „დუნაისკა სტრედა“ 45 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი