დვალის ქულა სტუმრად, მექვაბიშვილის მარცხი

0
4

კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის მე-7 ტურში აპოელი, სადაც ლაშა დვალი გამოდის, სტუმრად „აპოლონს“ შეხვდა და უგოლო ფრეზე გაეყარა. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აპოელი 52 ქულით 6 გუნდში მეხუთეა.
რუმინეთის პირველობის საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში კრაიოვას “უნივერსიტატია“ გასვლაზე კლუჟის „უნივერსიტატიას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილისტუმრების სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. კრაიოველები 36 ქულით 6 გუნდში მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ „სტიაუას“ 3 ქულით ჩამორჩებიან.
ლაშა თაბაგარი