„სალერნიტანამ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში „კოზენცა“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 50-ე წუთზე კორაცამ დააწინაურა, ხოლო 64-ე წუთზე ფერარიმ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 78-ე წუთზე ტონგუს დარტყმის მერე, სალერნოელთა უპირატესობა სამბურთიანი გახდა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ზილიმ გაიტანა. „სალერნიტანა“ 36 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
„ფროზინონემ“ თავის მოედანზე „სპეციას“ ვერ მოუგო – 2:2. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე მასპინძლების სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონედან“ მე-9 წუთზე ანგარიში ბოჰინენმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან მე-15 წუთზე თავი ბანდინელიმ გამოიჩინა. 39-ე წუთზე ბოჰინენმა დუბლი შეასრულა. 75-ე წუთზე „სპეციადან“ თავი ესპოზიტომ გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „ფროზინონე“ 39 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
