დავითაშვილის ეფექტური გოლი საფრანგეთში

0
2

ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც „სენტ-ეტიენში“ სადებიუტო სეზონს ატარებს საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. 31-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-19 წუთზე, როდესაც სტუმრები 0:1 აგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ფინტებით ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, „სენტ-ეტიენმა“ მეორე ტაიმში ორი ბურთი გაუშვა და 27 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი