გიორგი წიტაიშვილმა „გრანადას“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მე-5 გოლი მიითვალა. 37-ე ტურში გრანადელებმა გათამაშების ლიდერ „ელჩეს“ უმასპინძლეს და სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მე-13 წუთზე მეტოქის პასი მოედნის ცენტრში ჩაჭრამ რის შემდეგ საჯარიმომდე ბურთიანად სპრინტი გოლით დაასრულა – 1:0. სტუმრებმა საპასუხო ბურთი სამ წუთში გაიტანეს, როდესაც ოსკარ პლანომ გრანადელთა საჯარიმოში მცველების არადამაჯერებელი თამაშით კარგად ისარგებლა და ბურთი კარში გადაგზავნა.
50-ე წუთზე მასპინძლებს დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ ლუკას ბოიემ პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. წიტაიშვილი 79-ე წუთზე შეცვალეს. მან 5 გოლის გატანის გარდა და სეგუნდაში 4 საგოლე პასი შეასრულა.
„გრანადა“ 59 ქულით 22 გუნდში მე-6 ადგილზეა, რაც ლა ლიგაში მოსახვედრ პლეი-ოფში თამაშის უფლებას აძლევს. „ელჩე“ 68 ქულით ლიდერია და 2 ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“.
ლაშა თაბაგარი
