ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა

0
59

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ ბათუმელი თანამოსახელეებს უმასპიძნლა. სტადიონზე შეკრებულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა დაძაბული ორთაბრძოლა იხილეს, რომელშივ საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პირველი ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს ჰქონდათ, როდესაც ნახევარმცველმა ცოტნე ბერელიძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
71-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს მცველი ირაკლი იაკობიძე და სტუმართა ლიეტუველი ფორვარდის გიტის პაულაუსკასი შეეჯახნენ. მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა იაკობიძეზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. მისმა გადაწუვეტილებამ თბილისელი ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის დიდი პროტესი გამოიწვია. ავაზაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ვერდიქტი უცვლელი დატოვა. თერთმეტმეტრიანი ზუსტდად ესპანელმა ჯალენ ბლესამ შეასრულა – 0:1.
გოლის გაშვების შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილებმა შავიზღვისპირელებზე ზეწოლა გააძლიერეს და ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს თეიმურაზ ოდიკაძე იყო, რომელის დარტყმული ბურთი კარს ოდნავ აცდა.
85-ე წუთზე საბა ხვადაგიანთან ორთაბრძოლის დროს სტუმართა მცველ ნიკა ბალაძეს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ავაზაშვილმა პენალტი დადო, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ გამოიყენა – 1:1.
გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ბათუმის „დინამომ“ 22 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო თბილისის „დინამო“ 15 ქულით მეოთხეა.
დინამო თბ 1:1 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი