მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდელებმა სტუმრად „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხეს, ხოლო საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პირველ ტაიმში დაშავდა და შესვენებაზე დავიდ ალაბამ შეცვალა. „რეალის“ პრესსამსახურის ინფრომაციით კამავინგას მარცხენა ფეხის მომზიდავი კუნთის მყესი მთლიანად გაუწყდა. მისი მოედანზე დაბრუნების დრო ჯერ უცნობია, მაგრამ ამ სეზონში რომ ვერ ითამაშებს, ეს ფაქტია.
22 წლის კამავინგამ მიმდინარე სეზონში მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





