აბუაშვილმა „კოლხეთს“ მოაგებინა

0
3

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთმა“ მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ფოთელებმა მშობლიურ „ფაზისზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
შეხვედრის 21-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დიტო ფაჩულიამ პასი გიორგი აბუაშვილს გაუკეთა, ხოლო საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მეტოქის ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 18 მეტრიდან, მაგრამ მარჯვენა მახვილი კუთხიდან საუცხოოდ შეასრულა და ბურთი შორეულ „ცხრიანში“ გაახვია – 1:1.
69-ე წუთზე რუსი კირილა კლიმოვის გადაცემის შემდეგ, აბუაშვილმა ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო და ერთი მცველის ოსტატურად ჩამოცილების შემდეგ, მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ეფექტური ბურთი გაიტანა – 2:1.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „კოლხეთი“ 8 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა, ხოლო იტალიელი როდოლფო ვანოლის დამოძღვრილი „სამგურალი“ 11 ქულით მეექვსეა.
კოლხეთი 1913 2:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი