„ემპოლი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის თასის ფინალში ვერ გავიდა. 1/2-ფინალის პირველი შეხვედრა ტოსკანელებმა სტუმრად „ბოლონიასთან“ 0:3 წააგეს და საპასუხო მატჩში ნაკლებ სავარაუდო იყო. რომე ფინალის საგზურს მოიპოვებდნენ.
ბოლონიაში გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები მე-7 წუთზე ფაბიანმა დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე კოვალენკომ საპასუხო ბურთი გაიტანა. მასპინძლებს დალინგამ მოაგებინა, რომელმაც „ემპოლის“ კარი 86-ე წუთზე აიღო. „ბოლონია“ იტალიის თასის ფინალში 14 მაისს „მილანს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი
