კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საგარეჯოს „გარეჯმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის თავკაცობით მეორე შეხვედრა ჩაატარა და გორის „დილასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირების ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 65-ე წუთზე მასპინძლების მცველმა ირაკლი კამლაძემ თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად მოიგერია და ჟან-მარკ ტიბუეს დარტყმული მეკარე ლაშა გურგენიძემ პირველ ჯერზე გაანეიტრალა, მაგრამ ფრანგის დამატებულთან ვერაფერი გააწყო – 0:1.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას ხელმძღვანელობით 20 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა, ხოლო „გარეჯი“ 5 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი
