კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვარლამ კილასონიას ნაცვლად, რომელიც კლუბში მუშაობას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად გააგრძელებს, რუსთაველებს გია ცეცაძე გაუძღვება.
გია ცეცაძე დაიბადა 1974 წლის 3 სექტემბერს თბილისში.
სამწვრთნელო კარიერა: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), “დილა” გორი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი), “ლოკომოტივი” თბილისი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს ეროვნული ნაკრები (თანაშემწე), “სამტრედია” (მთავარი მწვრთნელი), “საბურთალო” თბილისი (მთავარი მწვრთნელი), “ლვოვი” უკრაინა (მთავარი მწვრთნელი), “ტორპედო” ქუთაისი (მთავარი მწვრთნელი), „თელავი“ (მთავარი მწვრთნელი).
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი (2016 “სამტრედია”), საქართველოს სუპერთასი (2017 “სამტრედია). ის 2016 წელს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, „რუსთავი“ 12 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „სპაერს“ 5 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
