კაკაბაძე პოლონეთში ტურის სიმბოლურში მოხვდა

0
59

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ კრაკოველები, რომელთაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი კაპიტნობს გასვლაზე სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ლეხს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და ხოლო 70-ე წუთზე, როდესაც „კრაკოვია“ 0:1 აგებდა მარცხენა ფლანგიდან ბიედრჟუკის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:1.
მან ამ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი