კიტეიშვილის „შტურმის“ პირველი მარცხი საჩემპიონო ჯგუფში

0
12

გრაცის „შტურმი“ სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, საჩემპიონო ჯგუფში პირველად დამარცხდა. მე-5 ტურში გრაცელები გასვლაზე ვენის „აუსტრიას“ შეხვდნენ და შინ უქულოდ დაბრუნდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „აუსტრიადან“ მე-40 წუთზე ანგარიში მალონემ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში „შტურმიდან“ თავი ჯონსტონმა გამოიჩინა. 61-ე წუთზე ვენელებიდან თავი პრელეცმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„შტურმი“ 33 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში ლიდერია და მეორეადგილოსან „აუსტრიას“ 3 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი