ბერიაშვილი უნგრეთის თასის ფინალში ვერ გავიდა

0
23

მტკ, რომელშიც ილია ბერიაშვილი გამოდის, უნგრეთის თასის ფინალში ვერ გავიდა. ბუდაპეშტელები ნახევარფინალში თანაქალაქელ „ფერენცვაროშს“ სტუმრად შეხვდნენ და 1:3 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 81-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრები მე-16 წუთზე მოლნარმა დააწინაურა, ხოლო 45-ე წუთზე რამირესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 51-ე წუთზე „ფერენცვაროშიდან“ თავი პეშიჩმა გამოიჩინა, ხოლო 75-ე წუთზე მტკ-ს კარი ჟოზეფმა აიღო.
ლაშა თაბაგარი