დვალმა კვიპროსში ქვილითაიას მოუგო

0
13

კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში აპოელმა, სადაც ლაშა დვალი გამოდის შინ გიორგი ქვილითაიას ლიმასოლის „არისს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და აპოელის რიგებში 42-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად გამოჩნდა. ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრები 35-ე წუთზე სტრუსკიმ დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე დვალის გადაცემის შემდეგ ლაიფისმა ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთზე აპოელიდან თავი ელ-არაბიმ გამოიჩინა და გუნდს სამი ქულა მოუტანა. „არისი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო აპოელი 51 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი