აზაროვი უკრაინის თასის ფინალშია

0
81

დონეცკის „შახტარი“, სადაც ირაკლი აზაროვი ირიცხება, უკრაინის თასის ფინალში გავიდა. 1/2-ფინალში დონეცკელები სტუმრად ჟიტომირის „პოლესიეს“ შეხვდნენ და დამატებით დროში 1:0 დაამარცხეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 114-ე წუთზე ალისონმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი „შახტარის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მასპინძლების სათადარიგოთა სკამზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე იჯდა, რომელიც თამაშში არ ჩართულა.
14 მაისს უკრაინის თასის ფინალში „შახტარი“ კიევის „დინამოს“ შეხვდება. ცნობისთვის, აზაროვმა შარშან დონეცკელებთან ერთად უკრაინის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი