საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას კაბო ვერდესთან ჩაატარებს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
მომავალი შეხვედრა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ჩვენი გუნდი მანამდე კაბო ვერდეს არასოდეს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ვილი სანიოლის გაწვრთნილები თბილისში ფარერებს დაუპირისპირდებიან. ორივე სპარინგი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
