მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ისევ არ წააგო

0
33

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ზედიზედ მერვე მატჩი არ წააგო.  33-ე ტურში „ღამურებმა“ სატურნირო ცხრილში მეზობელ „ესპანიოლს“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მე-40 წუთზე ვალენსიელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს ხავი ესპოზიტოს მიერ კარისკენ გაგზავნილ ბურთს საჯარიმოში მყოფმა ხავი პუადომ მიმართულება შეუცვალა და მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებს დაწინაურების შანსი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მასთან პირისპირ გასულ ფეხბურთელს არ გაატანინა.
57-ე წუთზე ლუის რიოხას გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ხავი გერამ ანგარიში გაათანაბრა. „ვალენსიამ“ ბოლო 8 თამაშიდან 4 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა – 39 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი