ფიგუს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად პსჟ მიაჩნია

0
7

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან ლუიშ ფიგუს ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტად ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მიაჩნია.
„ჩემპიონთა ლიგას ვინ მოიგებს? ვფიქრობ, პსჟ. გუნდი საუცხოო ფიზიკურ ფორმაშია და სტაბილურ შედეგს აჩვენებს. თუმცა, არ ვგრძნობ, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება შემიძლია და ამიტომ, დანამდვილებით რთულია“ – განაცხადა იტალიურ მედიასთან ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც „ბარსელონაში“, „რეალში“ და „ინტერში“ გამოდიოდა, ხოლო 2000 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში „ბარსელონა“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი