საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადატანილ შეხვედრაში პსჟ, რომელის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, სტუმრად „ნანტს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
შეხვედრის 33-ე წუთზე პარიზელებიდან ანგარიში ვიტინიამ გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე დუგლას აუგუსტომ საპასუხო ბურთი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 71-ე წუთზე შეცვალეს.
პსჟ ევროპის ტოპ 5 ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში შიდა ჩემოიონატში არ წაუგია – 24 გამარჯვება და 6 ფრე.
გარდა ამისა, პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ში სტუმრად 39-ე შეხვედრაში არ დამარცხდა – 30 გამარჯვება და 9 ფრე. პარიზელებმა „მილანის“ რეკორდი გააუმჯობესეს, რომელიც 1991-1993 წლებში იტალიის სერია A-ში სტუმრად ჩატარებულ 38 თამაშში არ დამარცხდა.
პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ნაადრევად გახდა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 78 ქულით პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





