პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი კორღალიძეა, ფეხბურთელი გელაშვილი

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის „იბერიას“ თავკაცი ლევან კორღალიძე დაასახელეს. ეს გასაკვირი არაა, რადგან თბილისელებმა 9 მატჩიდან 7 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს – 23 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ კორღალიძემ გასულ სეზონში „იბერიას“ ჩემპიონის ტიტული მოაგებინა და სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად „იბერიას“ ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი აღიარეს, რომელმაც პირველ წრეში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
გიორგი მაკარიძე (იბერია 1999), ივა გელაშვილი (იბერია 1999), ლუკა ქაფიანიძე (დინამო ბთ), ლაშა კვარაცხელია (სამგურალი), უერდი მარა (დინამო ბთ), აბუბაქარ კონტე (დილა), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ), იური ტაბატაძე (იბერია 1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბთ), ჯალენ ბლესა (დინამო ბთ), ირაკლი სიხარულიძე (იბერია 1999).
ლაშა თაბაგარი