ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესას ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ბასკონია“ დაამარცხა – 93:89.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და თავის გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, თითო შედეგიანი გადაცემა და დაფარება შესძინა.
„ბასკონიის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ლეგიონერ კამარ ბოლდვინს.
28 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ 22 მოგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 26 აპრილს ბექა ბურჯანაძის „კორუნასთან“ გამართავს.





