პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ეიმედება, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს. პარიზელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად საფრანგეთის ჩემიონატში უკვე გაიმარჯვეს, გარდა ამისა საფრანგეთის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში არიან.
„მხოლოდ ერთი ასპექტი არაა, რომელზე უნდა ვიმუშავოთ. არის რაღაც, რაც მხოლოდ მეორე სეზონის შემდეგ ავითვისეთ და კონკრეტულად ერთ რამეზე არ ვმუშაობთ. ყველა ფეხბურთელმა იცის იდეა, რომელიც თითოეული თამაშის მიღმა დგას.
ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ერთი კლუბი მოიგეს, ხოლო დანარჩენი სამისთვის სეზონი წარუმატებლად დასრულდება. საფრანგეთის თასს მხოლოდ ერთი კლუბი მოიგებს. მსოფლიო საკლუბო ჩემპიიონატში 32 კლუბი ითამაშებს.
ჩვენ ისტორიის შესაქმნელად მივილტვით და ეს მოტივაციას როგორც გუნდს, ასევე გულშემატკივრებს აძლევს. იმედია, ყველა ჯილდოს მოსაგებად ვიბრძოლებთ“ – იუწყება ფრანგული მედია დღეს ლიგა 1-ში „ნანტთან“ გასამართ მატჩამდე ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი
