რუბენ ამორიმი: „ისე ჩანდა, რომ 2:4-ზე ყველაფერი დასრულდა“

0
2

რუბენ ამორიმს სჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ევროპა ლიგაში გამარჯვება შეუძლია. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 1/4-ფინალში „ლიონთან“ შინ 5:4 მოგებული საპასუხო მატჩის შემდეგ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მასპინძლები დამატებით დროში 2:4 აგებდნენ.
„საუცხოო საღამო გამოვიდა. ბიჭები ძალიან დაიღალნენ. ანგარიში როდესაც 2:4 იყო, ისე ჩანდა, რომ ყველაფერი დასრულდა. თუმცა, ასეთ მატჩებში ყოველთვის ბოლომდე უნდა ითამაშო. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. ვიღაც საფეხბურთო მაისურებს ან შარფებს აგროვებს, ხოლო მე მინდა ავიღო ხმაური, რომელიც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ეს მსოფლიოში საუკეთესო ხმა იყო.
გვჯერა, რომ ევროპა ლიგის მოგება შეგვიძლია, ეს „ოლდ ტრაფორდიდან“ გამომდინარე ჩანს. რთული იქნება და ტრავმების მხრივ უნდა გაგვიმართლოს. როგორც ფეხბურთელს ფინალში მითამაშია. „ბენფიკასთან“ ერთად ტურინში ნახევარფინალი ჩავატარე და ფინალიც იქ ვითამაშეთ. ჩვენ ფინალი „სევილიასთან“ წავაგეთ და ეს უნდა გამოვასწორო“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 1/2-ფინალში ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი