ვან დეიკმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
52

ვირჯილ ვან დეიკმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რიშ შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომელიც  არ აკონკრეტებს თუ რა ვადით დაუკავშირა 33 წლის ფეხბურთელმა თავისი მომავალი მერსისაიდელებს.
ვან დეიკი „ლივერპულში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. მან გუნდთან ერთად თითოჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ორჯერ ინგლისის ლიგის თასს დაეუფლა. მან „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 314-ჯერ ითამაშა და 27 გოლი გაიტანა. უშუალოდ მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 44 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი