მიკელ არტეტა: „ჩემი ფეხბურთელებით ასეთი ამაყი არასოდეს ვყოფილვარ“

0
5

მიკელ არტეტა „არსენალის“ ფეხბურთელებით ასეთი ამაყი არასოდეს ყოფილა. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 2:1 მოგებული მატჩისა და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ალბათ, ჩემი ფეხბურთელებით ასეთი ამაყი არასოდეს ვყოფილვარ. ამის მიზეზი არა მხოლოდ ნახევარფინალშუ გასვლაა, არამედ, ისიც რასაც არსებულ ვითარებაში მივაღწიეთ – ტრავმების რაოდენობის გათვალისწინებით როგორც ვიბრძოლეთ და ვითამაშეთ.
უდავოა, რომ ჩემს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო საღამოა. შევხდით გუნდს, რომელია ამ ტურნირზე ბევრ ჩვენგანს შთააგონებდა. უნდა ვიამაყოთ, რომ დაპირისპირება ასეთ სტილში მოვიგეთ.
„რეალთან“ მატჩამდე გვარდიოლას დავურეკე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ამ ადგილზე მისი წყალობით ვარ. როგორც მოთამაშე და მწვრთნელი ის ჩემი შთაგონების წყარო იყო. სწორედ მან გააკეთა ჩემზე აქცენტი და „მანჩესტერ სიტიში“ მეორე მწვრთნელად მიმიწვია. მისი ყოველთვის მადლობელი ვარ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვიქნებოდი“ – იუწყება არტეტას ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
“არსენალი” პსჟ-ს 29 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა პარიზში 7 მაისს შედგება.
ლაშა თაბაგარი