კარლო ანჩელოტი: „უნდა ვაღიაროთ, რომ „არსენალი“ უფრო ძლიერი იყო“

0
20

კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდის „რეალზე“ ძლიერი აღმოჩნდა. მან ამის შესახებ მადრიდში 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა. „რეალი“ პირველ შეხვედრაში სტუმრად 0:3 დამარცხდა.
„ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით იმედგაცრუებულნი ვართ. ჩვენ ძალიან ხშირად გვიხაროდა, მაგრამ ეს დღე ჩვენი არ იყო. ამ დარდს ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ეიფორიას, რომელიც ჯილდოსთვის ბრძოლის დროს გვქონდა. უნდა ვაღიაროთ, რომ „არსენალი“ უფრო ძლიერი იყო.
მოთამაშეებს ვუთხარი, რომ თავი არ უნდა ჩაქინდრონ. ამ სეზონში ჩვენ უკეთესად გამოვედით ვიდრე ბევრი ტოპ გუნდი. ფეხბურთში ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია. გუნდის განწყობა მომეწონა. დღეს მოწყენილები ვართ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი მოთამაშეები ამ ყველაფერს სათანადო პასუხს გასცემენ. შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ მომავალი მატჩი უკეთესად ჩავატაროთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი