მამარდაშვილის „ვალენსიამ“ წაუგებელი სერია გაახანგრძლივა

0
33

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვდრა მოიგო.
31-ე ტურში „ვალენსიამ“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „სევილია“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, რომელიც საუცხოო სათამაშო ფორმაშია, მორიგ ჯერზე მაღალ დონეზე ითამაშა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გამარჯვების გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ხავი გერამ გაიტანა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ, ზუსტად დაარტყა – 1:0. მამარდაშვილმა ამ სეზონში გოლი მე-7 თამაშში არ გაუშვა.
მთავარ მწვრთნელად კარლოს კორბერანის მისვლის შემდეგ, „ვალენსიამ“ ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა – 37 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი