ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლმა „ლევანტემ“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, გასვლით შეხვედრაში ქულები დაკარგა.
35-ე ტურში ვალენსიელები „კორდობას“ ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მე-17 წუთზე ვალენსიელებიდან ანგარიში ბრუგიმ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში პედრო ორტისმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ალექს ფორესმა „ლევანტე“ დააწინაურა, მაგრამ ხუთ წუთში „კორდობადან“ საბოლოო წერტილი რუბენ ალვესმა დასვა.
„ლევანტე“ 63 ქულიღ 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან „ელჩეს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
