„სარაევოს“ კაპიტანმა და ლიდერმა გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა. მან ტრავმა თასის ნახევარფინალში „ბორაცთან“ მატჩში მიიღო და მას მერე მოედანზე არ გასულა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გარეშე მოთამაშე სარაეოველებმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერ „ზრინსკის“ უმასპინძლეს და გუნდები უგოლო ფრეზე გაიტყარნენ.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
23 წლის გულიაშვილი 23 მატჩში გატანილი 16 გოლით და 4 საგოლე პასით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, მან თასზე თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიითვალა. „სარაევო“ 53 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურში „ვოლფსბერგი“ გასვლაზე ბლაუ-ვაისის „ლინცს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი ამჯერად განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. „ვოლფსბერგი“ 23 ქულით 6 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი
