„სალერნიტანამ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, იტალიის სერია B-ს 33-ე ტურში სამი ქულა სახლში „სუდტიროლთან“ მატჩში აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 49-ე წუთზე ჩიგლიონიმ დააწინაურა, ხოლო მე-60 წუთზე ფერარიმ სალერნოელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. სტმრებიდან ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე პეტრანჯელიმ გაიტანა.
მიჯრით სამი მოუგებელი შეხვედრის (ერთი ფრე და 2 წაგება) შემდეგ, „სუდტიროლთან“ მოგების წყალობით „სალერნიტანამ“ 33 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
