ზარიამ „ქაირათი“ თასის 1/4-ფინალში გაიყვანა

0
21

ალმათის „ქაირათი“ ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა და თავისი გუნდის წარმატებაში გიორგი ზარიამ დიდი წვლილი შეიტანა. 1/8-ფინალში ალმათელებბა შინ „კასპიი“ მიიღეს და 3:0 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მეორე დუბლი შეასრულა. პირველად მან იმავე ყაზახეთის პრემიერლიგაში მოახერხა.
სასტარტოშ მყოფმა ზარიამ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 45-ე წუთზე მსაჯმა სტუმრების კარში მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად ისევ ქართველმა გარდასახა. ზარიამ 68-ე წუთზე შეცვალეს. „ქაირათში“ ქართველ მცველ ლუკა გადრანს ტრავმის გამო არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი