მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ინგლისური გრანდის პრესსამსახური იუწყება. მერსისაიდელთა ვებგვერდი არ აკონკრეტებს თუ რამდენწლიანი ხელშეკრულება დადო აფრიკელმა, მაგრამ მანამდე ინგლისური მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები ორწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
32 წლის სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან გამოდის. და ყველა ტურნირში ჩატარებულ 394 მატჩში 243 გოლი გაიტანა, პლუს 111 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი
