რუბენ ამორიმი: „შინ „ლიონთან“ სხვა თამაში იქნება“

0
27

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმს მიაჩნია, რომ ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი „ლიონთან“ განსხვავებული ხასიათის იქნება. მან ამის შესახებ ლიონში 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან საინტერესო თამაში იყო. პირველ ტაიმში პრესინგთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა გვქონდა, რადგან „ლიონმა“ სხვაგვარად ითამაშა. თუმცა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში და შესვენების შემდეგ თამაშს ვაკონტროლებდით.
შევეცადეთ ფეხბურთელებისთვის აგვეხსნა თუ როგორ თამაშობს „ლიონი“. რაღაც სხვაზე ვმუშაობდით. ამის გამო, პირველი ტაიმის ნახევრამდე მოთამაშეებს ადაპტირება გაუჭირდათ, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე შეეგუენ. საპასუხო თამაში სხვაგვარი იქნება. სახლში ჩვენი გულშემატკივრები მოინდომებენ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ მოვაქციოთ მეტოქე, რომელიც მართლაც ჭკვიანია“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„მანჩესტერ იუნატედი“ ფრანგულ გუნდთან, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, საპასუხო შეხვედრას 17 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი