ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-6 ტურში „შანდუნმა“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის „შენჟენი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც დაახლოებით 20 მეტრიდან მარცხენა ფეხით “ცხრიანში” გაიტანა. მან 30-ე წუთზე ზუსტი პასი გაუკეთა კრიზანს, რომლის დარტყმის შემდეგ “შანდუნი” 3:0 დაწინაურდა. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. ყაზაიშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
მასპინძლებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და 13 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ჩერკასიმ“, რომელშიც ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი ირიცხება დონეცკის „შახტარი“ მიიღო, სადაც ირაკლი აზაროვი გამოდის და 1:4 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთეელებიდან ორივე განაცხადში იყო, მაგრამ არცერთს უთამაშია.
„შახტარი“ 47 ქულით 16 გუნდს შორის მესამეა, ხოლო „ჩერკასი“ 25 ქულით მეათეა.
ლაშა თაბაგარი
