„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა თავისი ფეხბურთელებით ამაყია. მან ამის შესახებ ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2:2 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
„ჩემს მოთამშეებს ვუთხარი, რომ ძალიან ამაყი ვარ მათ მიერ გამოვლენილი ვაჟკაცობით და იმით თუ როგორ უშიშრად მიჰყავდათ თამაში. ჩვენი ოსტატობის დონე ვაჩვენეთ. ასე რომ გუნდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგმა ბოლომდე არ დამაკმაყოფილა. უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვეთამაშებით, გუნდს, რომელი დაცვიდან შეტევაში ძალიან ეფექტურად გადადის.
მე-5 დამატებულ წუთზე გატანილი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, გუნდმა აჩვენა, რომ არასოდეს ნებდება. საპასუხო მატჩის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი შევინარჩუნეთ. ვიცით, რომ მანჩესტერში ძალინ რთული დაპირისპირება გველოდება, მაგრამ დღეს ნაჩვენები თამაშიდან გამომდნარე შანსი ძველებურად გვაქვს“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ლიონი“, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, საპასუხო შეხვედრას მანჩესტერში 17 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





