ფუტსალის ნაკრებმა პლეი-ოფში თამაში გაინაღდა

0
25

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ძირტითადი რაუნდის მე-10 ჯგუფის ბოლოსწინა შეხვედრაში ავთანდილ ასათიანია გაწვრთნილები სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდნნე და 3:1 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-16 წუთზე ირაკლი თოდუამ კუთხური ჩააწოდა და გიორგი ღავთაძემ შორი მანძილიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარის ბადეში გაახვია – 0:1. შესვენებამდე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ორჯერ ძალიან ცუდად დაარტყეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაშუ ჩვენმა მეკარე თორნიკე ბუკიამ ყველა დარტყმული გაანეიტრალა. ანგარიშში კიდევ უფრო წინ გასვლის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ბურთი ძედა ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმში კოსოვოელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო და დერვიშაიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. ამ ეპიზოდში ვერ გადაგვარჩინა ბუკიამ, რომელმაც შესვენების შემდეგაც მაღალ დონეზე ითამაშა. მან გოლის გაშვებიდან ერთ წუთში შეგტევა წამოიწყო და ვახტანგ ჯვარაშვილს გადააწოდა, რომელიც მეტოქის ნახევარზე სამ ბალკანელს გაუმკლვდა და მისი პასის შემდეგ ნიკა ხარატიშვილმა დაგვაწინაურა. 38-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ჯარიმა გაითამაშა და არჩილ სებისკვერაძემ საბოლოო წერტილი დასვა. კოსოვოელებმა მატჩის მიწურულს უხეშობას უმატეს და კაციც გაუძევეს. ერთ ეპიზოდში ფეხბურთელებს შორის ვითარებაც დაიძაბა, რომელიც მალე განიმუხტა.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი,  საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და როგორც ჯგუფში, ასევე პლეი-ოფში მებრძოლ 8 გუნდში მეორეა. ასათიანის შეგირდები ჯგუფში ბოლო თამაშს 16 აპრილს თბილისში ოლიმპიურ სასახლეში პირველ ადგილზე მყოფ საფრანგეთთან ჩაატარებენ, რომელთან სტუმრად დამარცხდნენ.

ლაშა თაბაგარი