ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის საუკეთესო მოთამაშე ვერ გახდა.
უეფას გადაწყვეტილებით საუკეთესოდ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი აღიარეს, რომელმაც 1/4-ფინალში შინ მადრიდის „რეალთან“ 3:0 მოგებულ ორი საუცხოო გოლი საჯარიმო დარტყმებიდან გაიტანა.
რაისმა მეორე ადგილზე გასული საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის გარდა, შესაბამისად „ბარსელონას“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის და მილანის „ინტერის“ ცენტრალურ მცველ ალესანდრო ბასტონის აჯობა.
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ თავის მოედანზე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ 3:1 აჯობა, ხოლო კვარაცხელიამ ძალიან ეგფექტური გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ლაშა თაბაგარი
