უნაი ემერი: „საკუთარ მოედანზე ერთზე მეტი ბურთის სხვაობით უნდა მოვიგოთ“

0
51
epa09750305 Villarreal's head coach Unai Emery reacts during the Spanish LaLiga soccer match between Villarreal CF and Real Madrid at Estadio de la Ceramica in Villarreal, eastern Spain, 12 February 2022. EPA/Domenech Castello

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად პსჟ-სთან პირველი მატჩის 1:3 წაგების მიუხედავად, მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
„ანგარიში 2:1 ან 3:1 დაახლოებით ისაა, რასაც მატჩამდე ველოდით. დაცვაში უფრო დისციპლინირებულად უნდა გვეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ 1:2 ვაგებდით, მეტოქის საჯარიმოს სამჯერ მიუვუახლოვდით. მესამე გაშვებული გოლი უნდა მივიღოთ ისე როგორცააა.
ამის მიუხედავად განწყობა არ იცვლება – საკუთარ მოედანზე ერთზე მეტი ბურთის სხვაობით უნდა მოვიგოთ. ჩვენი გულშემატკივრების და „ვილა პარკის“ გვჯერა. ასევე მჯერა, რომ ფეხბურთელები საპასუხო შეხვედრაში საუკეთესოდ ითამაშებენ“ – იუწყება ფრანგული მედია ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს.
„ასტონ ვილა“ საპასუხო შეხვედრას პსჟ-სთან 15 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი